20 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
მიწის დაკანონების მოთხოვნა - ქობულეთის სოფელ ბობოყვათში მაცხოვრებლები თვეზე მეტია პერმანენტულ აქციებს მართავენ

ქობულეთის სოფელ ბობოყვათში მაცხოვრებლები თვეზე მეტია პერმანენტულ აქციებს მართავენ და თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის მიმდებარედ კარვები აქვთ მოწყობილი. 

ადგილობრივები ზღვის პირას სანაპირო ზოლში არსებული 28 ჰექტარი მიწის დაკანონებას ითხოვენ, რაც მათი თქმით, მათი წინაპრების საკუთრებაა და შესაბამისი დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც გააჩნიათ.

ერთი თვის წინ, სახელმწიფომ აღნიშნული მიწის ფართობი აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა, ადგილობრივები მიწის გასხვისების საშიშროებას მაინც ხედავენ.

დღეს აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე პოლიტიკური პლატფორმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე იმყოფებოდა, რომელმაც შეკრებილებს თანადგომა გამოუცხადა და თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ და ერთობლივი ძალებით სამართლიანობის აღდგენისაკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეიდან კარვებს დაშლიან და ხელისუფლების წარმომადგენლებს 20 სექტემბრამდე აძლევენ ვადას პრობლების მოსაგვარებლად.

დღის ამბები