წმინდა ქეთევან წამებულის ნაწილები, რომელიც ინდოეთიდან საქართველოში გუშინ ჩამოაბრძანეს, სამების საკათედრო ტაძარშია.
საქართველოს პატრიარქის თხოვნა ინდოეთის მთავრობამ გაითვალისწინა და მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, წმინდა ნაწილები საქართველოსთვის საბოლოოდ გადმოეცა.
სამებაში პარაკლისს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ის დელეგაციაც ესწრებოდა, რომელიც ინდოეთიდან ჩამოვიდა. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოაბრძანა.
წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებას ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად აფასებენ საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტი.
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოს 400 წლიანი ლოდინის შემდეგ დაუბრუნდა. ქეთევან დედოფალი 1624 წლის სექტემბერში აწამეს და მოკლეს.