საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით საია საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას მიიღებს.
"ამ ეტაპისთვის, რთულია თქმა, რამ გამოიწვია გარდაცვალება, ამას ექსპერტიზა სჭირდება. ჩვენ მივიღებთ ამ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას და რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით რა კითხვებიც არსებობს, იყოს ამოწურული და პირები, რომლებსაც, შესაძლოა, ბრალი მიუძღვოდეთ ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, იყვნენ დასჯილები," - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.