03 სექტემბერი 2026,   00:04
ვრცლად
ბათუმში ოპერატორებმა მდუმარე აქცია გამართეს

ბათუმში, ვარდების სკვერში სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა გათიშული კამერებით მდუმარე აქცია გამართეს. მათ "ტვ პირველის" ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრეს. აქციის მონაწილეებმა, ასევე, 5 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ოპერატორების თქმით, ისინი ძალადობას გმობენ და ფაქტის დროულ გამოძიებას მოითხოვენ.

დღის ამბები