20 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, დაწესდება თუ არა შეზღუდვები - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის სტატისტიკის რიცხვები ქვეყანაში დღითიდღე იზრდება. მინისტრის თქმით, იქნება თუ არა საჭირო გარკვეული რეგულაციების ხელახლა შემოღება - ეს მომდევნო ორი კვირის დაკვირვების შემდეგ გადაწყდება.

"აქ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა და იმ რეგულაციების ხარისხიანად გამოყენება, რომელიც მიწოდებული აქვს კერძო სექტორს. სწორედ ეს რეგულაციები განაპირობებს იმას, დავდგებით თუ არა ჩვენ შემოდგომაზე ისევ და ისევ იმ არჩევანის წინაშე, ჩავკეტავთ თუ არა ქვეყანას და გვექნება თუ არა განმეორებითი ლოკდაუნი.

რა თქმა უნდა, ამის სურვილი ჩვენ არ გვაქვს, თუმცა, ამის ფუფუნებას ჩვენ არ გვაძლევს პანდემია და ის რიცხვები, რომელიც დღითიდღე არის მზარდი და განაპირობებს უკვე ამ გადაწყვეტილებების მიღებას.

როგორც შრომითი ინსპექცია ასევე ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კერძო სექტორთან იმისთვის, რომ მათთან განახლდეს ისევ ის კომპეტენციები და ის მითითებები, რომელიც მათთვის არის მიცემული რეგულაციების სწორ დაცვასთან მიმართებაში და ჩვენ დამოკიდებულები ვართ სწორედ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტზე და ასევე, რაოდენობაზე, რის შედეგადაც შეიძლება გადაწყვეტილებები მივიღოთ.

ჩვენ ვაკვირდებით, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ჩვენ გვქონდა ორჯერადი ნახტომი და ინფექცია უკვე არის საკმაოდ გაზრდილი და შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი ამ გადაწყვეტილებების[რეგულაციების შესახებ] მიღებისთვის," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

დღის ამბები