20 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
ზაზა გახელაძე უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა

ზაზა გახელაძე უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მას ერგნეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი დახვდნენ. 

ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "შეიწყალა". ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია.

ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობაში 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთილს ბრალდებით 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დღის ამბები