5 ივლისს განხორციელებული ძალადობიდან მეცხრე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მდგომარეობა მძიმეა. მას დაზიანება ორივე თვალზე აქვს მიყენებული, ერთში კი მხედველობა ამ დრომდე დაკარგული აქვს.
მოძალადეს გამოძიება სამი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება - დევნა, ჯგუფური ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა.
5 ივლისს დედაქალაქის მთავარ გამზირზე მედიაზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს სულ 53 დაზარალებული ჰყავს და მხოლოდ 21 დაკავებული. ძალადობის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალას პოლიცია ამ დრომდე სწავლობს.