გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ხვალინდელი ამინდი რეგიონების მიხედვით:
ბათუმსა და ფოთში 27 გრადუსი სითბო იქნება.
+30 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.
ზუგდიდში ჰაერი 32 გრადუსამდე გათბება.
+26 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში.
33 გრადუსი სიცხე იქნება ქუთაისში.
ლენტეხში +28, ცაგერსა და ამბროლაურში კი +29 გრადუსია მოსალოდნელი.
26 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.
გორში 27 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
+26 გრადუსი იქნება თბილისში.
რუსთავში 27 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
24 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში.
სიღნაღში +23, ხოლო ყვარელში +26 გრადუსია ნავარაუდევი.