09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, უკრაინაში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, უკრაინაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა. კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კენჭისყრის და ხმების დათვლის პროცესიც გამჭვირვალეა. დამკვირვებლების თქმით, ლუგანსკსა და დონეცკში არსებულმა ვითარებამ არჩევნებზე გავლენა მოახდინა, თუმცა მის შედეგებზე ეს არ ასახულა. არჩევნების შედეგები ცნო რუსეთმაც.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი ამბობს, რომ „ახალი კოალიციის საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაა და კოალიციის შეთანხმებაც ამ დოკუმენტზე იქნება დაფუძნებული. ახალი მთავრობა დაკომპლექტებული იქნება პროფესიონალებით, რომელთაც შეუძლიათ რეფორმების გატარება და ქვეყნისთვის ცვლილებების მოტანა.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით კი, არჩვენებში მონაწილეობა მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო „და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ კურს. ასევე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩვენს სამშვიდობო გეგმას და უმცირესობაში აღმოჩნდა ის ხალხი, რომლებიც პრობლემის სამხედრო გზით მოგვარებას ემხრობიან.”

ამ დროისთვის ბიულეტენების 55 პროცენტია დათვლილი. წინასწარი მონაცემით, არჩევნებში კვლავ პრემიერ-მინისტრის "სახალხო ფრონტი" ლიდერობს. მას მინიმალური სხვაობით ჩამორჩება პეტრო პოროშენკოს ბლოკი. კიევში კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები