მედიაზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი მოძალადე დააკავეს. მამაკაცს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესების დროს, TV პირველის ოპერატორისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
დღეს, საპოლიციო უწყებამ კიდევ ერთი დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ამ შემთხვევაში საუბარია ქაშუეთის ეკლესიათან გამვლელის ცემაზე. სულ, 5 ივლისის ძალადობის ფაქტებზე, 23 პირია დაკავებული, მათგან მედიაზე თავდასხმისთვის 19. ცნობილი მოვლენების დროს თავს 53 ჟურნალისტს და ოპერატორს დაესხნენ.
სხვა დამნაშავეების დასჯის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, დღეს მორიგი აქცია გაიმართა. ჟურნალისტები, გარდაცვლილი ოპერატორის - ლექსო ლაშქარავას ფოტოებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ.