15-წლიანი უმაღლესი პოლიტიკური კარიერა, რომელიც თვენახევარში დასრულდება - გერმანული და მსოფლიო პოლიტიკიდან ანგელა მერკელი მიდის.
ევროკავშირისა და ნატოს პოლიტიკის განმსაზღვრელი ქალი პოლიტიკოსი ახლა ბოლო პოლიტიკურ ტურნეშია, ის თავის კოლეგებს ემშვიდობება.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში გერმანიის უცვლელი კანცლერის წასვლა ზოგისთვის მსოფლიო პოლიტიკაში დიდი გარდატეხის დასაწყისია, ზოგისთვის კი იმის მანიშნებელი, რომ გერმანია ევროკავშირის წამყვანი ქვეყანა აღარ იქნება.
ანგელა მერკელის კანცელარობის დასასრულს ყურადღებით აკვირდებიან საქართველოშიც, სწორედ გერმანელი პოლიტიკოსის პრინციპულმა პოზიციამ ათქმევინა უარი სხვა სკეპტიკოს ქვეყნებსაც 2008 წელს საქართველოსთვის მაპი არ მიენიჭებინათ. ეს ფაქტი ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა გუშინ მედიასთან კიდევ ერთხელ გაიხსენა.