პედიატრი მაია ჩხაიძე "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს სამი კოვიდინფიცირებული ჩვილის შესახებ, რომლებიც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში არიან. ექიმის თქმით, ბავშვების მშობლები ვაქცინირებულები არ არიან.
სამი ჩვილიდან ერთ-ერთს, რომელიც კლინიკაში ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოიყვანეს, ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა.
"განსაკუთრებით მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა, მასთან არის დადასტურებული დელტა შტამი. ზოგადად, სეკვენირებას ჩვენ არ ვაკეთებთ, თუმცა ამდენი პაციენტი გვყავდა და არცერთი პრეცედენტი არ გვყავდა, კოვიდით ყოფილიყო ბავშვი და მას მართვითი სუნთქვა დასჭირვებოდა, ამიტომ გაგვიჩნდა ეჭვი და დავიწყეთ კვლევა. ამასთან ვიცით, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დელტა შტამი ცირკულირებს.
ორი ბავშვის მდგომარეობა კი უმნიშვნელოდ გაუმჯობესებულია, ამ კოვიდინფიცირებული ბავშვების მშობლები აცრილები არ არიან,"-აღნიშნა მაია ჩხაიძემ.