04 მაისი 2024,   15:22
ვრცლად
"პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მანამდე კი ბრალდებულმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ არც ერთ ჟურნალისტზე არ უძალადია და რომ 5 ივლისს დაპირისპირების ადგილას "შემთხვევით მოხვდა".

სახელმწიფო ბრალმდებლის ინფორმაციით, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რაც "პირველი არხის" ოპერატორზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს ასახავს.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე ფორმალური საფუძველი. საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, როგორიცაა ამოცნობის ოქმი, ვიდეომასალის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მის ბრალეულობას, პირველი არხის ოპერატორის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს," - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

არსებული ინფორმაციით, გამოძიებამ 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ფაქტზე კიდევ ორი პირის იდენტიფიცირება მოახერხა.

დღის ამბები