09 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის არჩევნებს გამოეხმაურა

უკრაინაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სგარეო საქმეთა სამინისტრო.

”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2014 წლის 26 ოქტომბერს უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. სამწუხაროა, რომ უკრაინის ყველა მოქალაქეს არ მიეცა საშუალება აღესრულებინა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულება ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო. ქართული მხარე პატივს სცემს უკრაინელი ხალხის თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევანს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქვეყნის ერთობას და ევროპულ მომავალს და წარმატებას უსურვებს უკრაინის მთავრობას, ხალხის მიერ არჩეულ ახალ პარლამენტს და სრულიად უკრაინელ ხალხს, უკრაინის, როგორც ჭეშმარიტად ევროპული ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.”

ამავე თემაზე
დღის ამბები