19 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
კოკაინით სავსე ჩანთა სახლს დაეცა - როგორ აღმოჩნდა 8,5 კილოგრამი ნარკოტიკი "უცხო" ადრესატთან 

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე ერთ-ერთი სახლის სახურავს კოკაინით სავსე ჩანთა დაეცა. ამის შესახებ The Guardian-ი იუწყება.

სახლის მეპატრონეებმა ხმაურის გაგების შემდეგ პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ადგილზე ცხრა მილიონი ევროს ღირებულების ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინა.

მედიის ინფორმაციით ჩანთა, რომელშიც 8,5 კილოგრამი ნარკოტიკი იყო მოთავსებული, მცირე ზომის თვითმფრინავიდან ნარკოდაჯგუფების წევრებისთვის უნდა გადაეგდოთ, თუმცა ტვირთი შეცდომით ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლის სახურავს დაეცა.

პოლიცია ნარკოდაჯგუფების იმ წევრებს ეძებს, ვისთვისაც კონტრაბანდული ტვირთი იყო განკუთვნილი.

დღის ამბები