საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა და გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მარეგულირებელი დოკუმენტები შეიმუშავა.
მარეგულირებელი ჩარჩო მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სხვადასხვა ფორმების დანერგვის ხელშეწყობასა და შესაბამის პროგრამებზე კვალიფიკაციის მინიჭების გამჭვირვალე სისტემის განვითარებას.
მარეგულირებელ ჩარჩოზე მუშაობის პროცესი სამუშაო შეხვედრაზე შეაჯამეს, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.