19 აპრილი 2024,   07:42
ვრცლად
ძლიერი ხანძარი დიდუბეში - აგლაძის ქუჩაზე გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას 13 სამაშველო ჯგუფი ცდილობს

ხანძარი დიდუბეში - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ცეცხლი აგლაძის ქუჩაზე მდებარე შოკოლადის საწყობებს უკიდია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ამ წუთებში 13 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დღის ამბები