20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
კოვიდინფიცირებული 2 ჩვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა პაციენტების უმეტესობაში ვირუსი საშუალო, ან მსუბუქი მიმდინარეობისაა - დავით რეხვიაშვილი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილს "დღის კურიერში" ამბობს, რომ კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ჩვილების მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ერთ-ერთი მათგანის კი უკიდურესად მძიმე.

"მდგომარეობა მძიმეა, შეიძლება ითქვას, რომ უკიდურესად მძიმე, ერთ-ერთის განსაკუთრებით. ყველა ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჯერჯერობით მისასვლელ შედეგს არ იძლევა, რასაც ჩვენ ვფიქრობდით და ვვარაუდობდით. ამაში ჩართულია ყველა სამეცნიერო წარმომადგენელი და სამედიცინო მიმართულება, რაც საჭიროებს ამ კუთხით მკურნალობის პროცესს," - აცხადებს დავით რეხვიაშვილი.

დავით რეხვიაშვილის განმარტებით, კლინიკაში პედიატრიულ საწოლებზე გაზრდილი მოთხოვნაა, თუმცა პაციენტების უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო, მსუბუქი მიმდინარეობისაა.

"რაც შეეხება სხვა პაციენტების მომრავლებას, ჩვენთან მომრავლებული არის პედიატრიული კონტინგენტი. დაახლოებით 70%-ზე მეტი ნორმალური მიმდინარეობით არის, არ არის მძიმე, საშუალო მსუბუქი მიმდინარეობაა. ძალიან ბევრი პაციენტი გუშინ გაეწერა," - განმარტა მან.

დღის ამბები