20 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
200 კაცია უდიდეს რიგში და არანაირი დისტანცია, ზოგს პირბადეც არ ეკეთა, იგივე ვითარებაა იუსტიციის სახლში - რა დარღვევები ნახა საქართველოში დაბრუნებულმა ზაზა წერეთელმა

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდა, აეროპორტსა და იუსტიციის სახლში ნანახი სიტუაციიდან გამომდინარე აცხადებს, რომ დახურულ სივრცეებში კოვიდრეგულაციების დაცვა არ ხდება. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"მარტო ვაქცინა არაა, აქ არის სხვა წესებიც, რომლის დაცვაც აუცილებელია. აეროპორტში  ყურადღება მიიქცია იმან, რომ  იყო 200 მდე კაცი და მუშაობდა მხოლოდ 3 საპასპორტო გამშვები პუნქტი და ეს 200 კაცი დგას უდიდეს რიგში და არანაირი დისტანცია. ზოგს პირბადეც არ ეკეთა.

ახლა მოვდივარ იუსტიციის სახლიდან, იგივე ვითარებაა დახურულ შენობაში გადაადგილდებიან პირბადის გარეშე.

აცრილებმაც ისე უნდა გავაგრძელოთ წესების დაცვა იმიტომ, რომ ასეთი მდგომარეობაა,"- განაცხადა ზაზა წერეთელმა.

დღის ამბები