20 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
დღეს ქვეყანაში აცრებზე მუშაობს 170 სამედიცინო დაწესებულება 373 ამცრელი ბრიგადით - ამირან გამყრელიძე

დღეს Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია იწყება. ვინც მეორე დოზაზე 24 ივლისამდე ვერ მოახერხებს დარეგისტრირებას, ავტომატურად მოხვდებიან იმავე კლინიკებში, სადაც ვაქცინაციის პირველი დოზა ჩაიტარეს.

ორშაბათიდან კი რეგისტრაციის ფანჯარა იხსნება იმ პირებისთვის, რომელთაც ამ პრეპარატის პირველი დოზის გაკეთება სურთ.

"უფრო მეტად არის მზადყოფნა დღეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა. დღეს ქვეყანაში აცრებზე მუშაობს 170 სამედიცინო დაწესებულება 373 ამცრელი ბრიგადით. რაც უფრო სწარაფად ავცრით ადამიანებს, მით უფრო ადვილად, თანდათანობით შევაკავებთ ინფექციას. ორშაბათიდან Pfizer-ზე 120 ბრიგადამდე იმუშავებს, პირველ დღეებში 10 000 იქნება დღეში გამტარობა, რომელიც მომდევნო დღეებში 15-17 ათასამდე გაიზრდება,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

"პანდემიის დასამარცხებლად დღეს მთავარი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დროულად აიცრას. რაც შეეხება რეგულაციებს, ნიღბის ტარება, რომელიც არის დახურულ სივრცეში, უნდა გავაგრძელოთ,"- განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პაატა იმნაძემ.

როგორც ცნობილია, გვიან ღამით საქართველოში Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოვა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ შესრულდა ტექნიკური სამუშაო იმისთვის, რომ ვებგვერდმა ხარვეზების გარეშე იმუშაოს. 

 

დღის ამბები