20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
64 წლის მასწავლებელს რომელიც მოსწავლეზე სავარაუდოდ სექსუალურად ძალადობდა პატიმრობა შეეფარდა

გურიაში 64 წლის მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეზე სავარაუდოდ სექსუალურად ძალადობდა დაკავებულია - მას პატიმრობა ცოტა ხნის წინ შეეფარდა.

18 წლის გოგონა, რომელსაც ბრალდებული ისტორიაში ამზადებდა, იქამდე კი იმავე საგანს სკოლაშიც ასწავლიდა, ირწმუნება, რომ მამაკაცი სასწავლებლის ერთ-ერთ კაბინეტში მისი ნების საწინააღმდეგოდ ეფერებოდა. დანაშაულის ჩადენის დროს პედაგოგი სავარაუდოდ არ იყო ფხიზელი.

სკოლიდან სავარაუდოდ ამოღებულია ვიდეო -კამერების ჩანაწერები. მოსწავლესთან სექსუალური ხასიათის ჭორს უწოდებს დაკავებულის ადვოკატი და პირობას დებს, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერს ნათელი მოეფინება.

დღის ამბები