20 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ბავშვთა უფლებები, მათი პირადი ცხოვრება და ემოციები დგას ყველაფერზე მაღლა - სახელმწიფო ინსპექტორი არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებაზე

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.

ამის შესახებ სტატუსი მან facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. 

"ბავშვების უფლებები და მათი საუკეთესო ინტერესები, მათი პირადი ცხოვრება, ემოციები დგას ყველაზე და ყველაფერზე მაღლა!

ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენი როლი და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მათ წინაშე!,"- წერს ლონდა თოლორაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა გუშინ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ვიდეო და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა "TV პირველის" ჟურნალისტი და მათ კითხვებს უსვამდა, ხოლო შემდეგ სახლის ეზოს ფარულად კადრებს უღებდა.

დღის ამბები