24 აპრილი 2024,   10:02
ვრცლად
თელავში წვიმის შედეგად სახლი ჩამოინგრა - შემთხვევის დროს მეპატრონე სახლში იმყოფებოდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა - ის ნანგრევებიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

68 წლის დაზარალებული ემა ლომიძე ამბობს, რომ სახლი ავარიულია და ამის შესახებ მერიას ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა, განმარტავს, რომ ყოველთვიური თანხით, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესთავაზა, ალტერნატიული ფართის დაქირავებას ვერ შეძლებდა. 

ქალი დახმარებას ითხოვს, მანამდე კი ღამის გათევას ნათესავებთან აპირებს. 

მერიაში აცხადებენ, რომ ქალს სხვა უსაფრთხო საცხოვრებელში გადაიყვანენ. მათივე თქმით, ემა ლომიძეს არაერთხელ შესთავაზეს სხვა სახლში ცხოვრება, რაზეც ის უარს აცხადებდა.

დღის ამბები