გამოკითხვაზე დაიბარეს პირი, რომელმაც გუშინ ინტერვიუს ჩაწერის დროს დეპუტატ ხატია დეკანოიძეს შეურაცხყოფა მიაყენა. ის იდენტიფირებულია და გიორგი ომანაძეა.
ამასთან, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება ხატია დეკანოიძეც.
დეპუტატის ინფორმაციით, ომანაძე სოციალური ქსელის მეშვეობით "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ ზიზღისა და მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებდა.
"მისი იდენტიფიცირება მოხდა. ამ ადამიანის გზავნილები, რაც სოციალურ ქსელში აქვს, არის საკმაოდ საშიში, რაც გულისხმობს პირდაპირ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ მუქარას.
მე პოლიციას მივაწოდებ ყველანაირ ინფორმაციას, რაც მაქვს. მაქვს ის ინფორმაცია, რაც ყველამ იხილა. ეს იყო, რეალურად, ძალიან საშიში რამ. ეს იყო გზავნილი, რომელსაც, სამწუხაროდ, უშვებს ხელისუფლება.
გამოკითხეს თუ არა ეს ადამიანი ესეც არ ვიცი, ახლა შევალ და გავარკვევ," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
გამოძიება 166-ე მუხლით მიმდინარეობს.