28 წლის მამაკაცზე წამების, ძარცვის, ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმე - "კურიერი" დაზარალებულის ოჯახში იმყოფებოდა, თუმცა დაზარალებულის ოჯახის წევრები საკმაოდ დიდი სტრესისა და შიშის ქვეშ არიან და ამ მიზეზით არ ისურვეს "კურიერთან" დეტალებზე საუბარი.
ოჯახი ამბობს, რომ რომ გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობენ.
"ძალიან დიდი ბოდიში, ვერაფერს ვერ გეტყვით, ისედაც გვეშინია. არ გვინდა გახმაურება. მე და ჩემი შვილი მარტო ვცხოვრობთ. პოლიციაში იკითხეთ ჩვენი პოზიცია, გეხვეწებით," - განაცხადა დაზარალებულის დედამ "კურიერთან" საუბრისას.
გარდა ამისა, "კურიერი" ესაუბრა დაკავებულების ადვოკატებს. ადვოკატების თქმით, ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ შეეცდებიან, სასამართლოზე კონტრარგუმენტები წარმოადგინონ.
ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმისთვის პოლიციამ 6 პირი დააკავა.