20 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
Pfizer-ით აცრისთვის რეგისტრაცია უკვე 150 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა - 37 სამედიცინო დაწესებულება და 120 ბრიგადა ვაქცინაციის მორიგ ეტაპზე მუშაობს

Pfizer-ით მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. აშშ-ის მიერ ნაჩუქარი პრეპარატის მისაღებად რეგისტრაცია უკვე გაიარა 150 000-ზე  მეტმა ადამიანმა. საქართველო უშუალოდ მწარმოებლისგან აგვისტოში კიდევ მილიონ დოზა Pfizer-ის ვაქცინის მიღებას დაიწყებს. Pfizer-ის გარდა, ჯანდაცვის არსენალში მილიონ ნახევარი ჩინური ვაქცინაცაა.

პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად იაქტიურონ, რადგან ქვეყანა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს.

ათასობით მოქალაქეს შორის ერთ-ერთი, ვინც აიცრა, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. დავით ზალკალიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს დილით დიპლომატებთან ერთად მივიდა. მას შემდეგ, რაც საზოგადოებას მაგალითი მისცა, ჟურნალისტებთან ინტერვიუში თქვა, რომ მის უწყებაში თანამშრომლების 90% უკვე აცრილია.

პრეპარატზე მაღალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ ამცრელი ბრიგადებისა და კლინიკების რაოდენობა გაზარდა.

სპეციალური ზონები დასავლეთ საქართველოს გარდა კახეთში, გორში, მცხეთასა და რუსთავშიც მოეწყო. აქ დღეს პედაგოგები აიცრნენ. ნაწილი Sinopharm-ით, ნაწილმა კი არჩევანი Pfizer -ზე შეაჩერა.

დღეს ყველას მთავარი გზავნილი ვაქცინაციაა. პრეპარატი, რომლის გარეშეც ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებლები, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ვერ შემცირდება.

დღის ამბები