ლენტეხის მუნიციპალიტეტი უამინდობამ დააზარალა, სადაც ადიდდა მდინარე და ცენტრალური გზა წაიღო.
ასევე დააზიანა ხიდიც. სტიქიის შედეგად 20-მდე სოფელია მოწყვეტილი გარესამყაროს.
500-მდე ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
მოსახლეობის თქმით, თითქმის ნახევარი ქვემო სვანეთი ცენტრალურ გზას მოწყვეტილია.