20 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
ლენტეხში სტიქიის 5 კერას ებრძვიან - წვიმის შედეგად ადიდებული წყალი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. სტიქიის მიერ გამოწვეული დაზიანების გამო, ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება 500-მდე ოჯახს. გარესამყაროს მოწყვეტილია 20-მდე სოფელი.

სტიქიამ რეგიონს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, წაღებულია ცენტრალური გზები და ხიდები. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, სტიქიის ზონაში 5 კერა, ერთ-ერთ ადგილზე საფრთხე შეექმნა მოსახლეობას, წვიმის წყალი დასახლებასთან ახლოს მივიდა, თუმცა მათი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება.

ამასთან, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მოძრაობა გარკვეულ მონაკვეთებში დღის ბოლომდე აღდგება.

დღის ამბები