20 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
დაპირისპირება პოლიციასთან და წვრილმანი ხულიგნობა - ხობში მომხდარ ინციდენტში მონაწილე მსოფლიო ჩემპიონი საპატიმროს რამდენიმე საათში დატოვებს

პოლიციელების დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ჩემპიონი საპატიმროს რამდენიმე საათში დატოვებს.

ნუგზარ წურწუმიას და მის მეგობარს ასევე სპორტსმენ ნიკა ყორშიას 3 დღიანი პატიმრობის ვადა ამოეწურათ, განსხვავებით ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირისგან, რომლებსაც გამოძიება სამართალდამცავებზე თავდასხმას ედავება. ფოთის საქალაქო სასამართლომ ვარლამ კვარაცხელია და ზაზა დათეშიძე, მიუხედავად დაცვის მხარის მცდელობისა, წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

კონფლიქტი პოლიციელებსა და მოჭიდავეებს შორის ხობის ცენტრში ორი დღის წინ მოხდა. შელაპარაკება მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, მედიასთან განმარტების გაკეთება არ ისურვეს მათმა ადვოკატებმაც.

დღის ამბები