20 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
დაუსრულებელ შენობებში დაუშვებელი გახდება ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის შეყვანა - როდიდან შევა წესი ძალაში

დაუსრულებელი და დარღვევებით აშენებულ კორპუსები უახლოეს მომავალში ექსპლუატაციაში შევა. სამშენებლო ამნისტია დედაქალაქში 1000-ზე მეტ ობიექტს შეეხო.

თუმცა კანონი რომელიც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა, მხოლოდ შეღავათებს არ ითვალისწინებს, ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ამიერიდან საცხოვრებელ კორპუსს დარღვევებით ააშენებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი- თუ მრავალბინიანი კორპუსი სამშენებლო ნორმებს ვერ დააკმაყოფილებს, მშენებელ კომპანიას უფლება არ ექნება შენობაში ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეიყვანოს.

დღის ამბები