ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იაპონური კორპორაციის "ტოიოტა თსუშოს" დელეგაციას შეხვდა. იაპონური კორპორაცია, რომელიც "ტოიოტა ჯგუფის" შემადგენლობაში შედის, მსოფლიოს 120 ქვეყანაში ოპერირებს.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები. აგრეთვე იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა.
შეხვედრაზე მინისტრმა იაპონელ სტუმრებს საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციებისა და ბიზნეს - მეგობრული საინვესტიციო და საქმიანი გარემო განიხილა. მისი თქმით, საქართველოსა და იაპონიას შორის მოქმედებს არაერთი შეთანხმება, რომელიც მიმართულია ორმხრივი ეკონომიკური კავშირების უფრო მეტად გაძლიერებისთვის.