20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
ბათუმში ბერლინელ მუსიკოსს თავს დაესხნენ - რას უკავშირებს Phase Fatale ინციდენტს

ბერლინელ მუსიკოსს ბათუმში თავს დაესხნენ. დიჯეი - სასცენო სახელით Phase Fatale (ფეის ფატალი) რომელიც კლუბ "ბერქაინის" რეზიდენტია, აცხადებს, რომ ბათუმში ჰომოფობური ნიადაგით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მუსიკოსი საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ავრცელებს ფოტოებს, სადაც მიყენებული დაზიანებებიც ჩანს.

ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ. დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

კლუბის წარმომადგენლების თქმით, შემთხვევა კლუბის ტერიტორიაზე არ მომხდარა, ასევე უარყოფს მუსიკოსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჩხუბში დაწესებულების დაცვის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

კლუბის დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი კი გამორიცხავს, რომ ინციდენტი ჰომოფობიური ნიშნით მოხდა.

"ჩვენ დაცვას არ უცემია არავინ, ეგ მოხდა გარეთ სამასი მეტრის იქით, თვითონაც წერს. გამოეკიდა ვიღაც ტიპი, რომელიც არც ორგანიზატორი იყო და არც დაცვის წევრი," - აცხადებენ კლუბში.

შემთხვევა ბათუმში გვიან ღამით კლუბ "სფეროში" მოხდა. 

დღის ამბები