მასშტაბური იმუნიზაციის ფარგლებში, ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს მდებარე სოფელ რუხის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში Sinopharm-ითა და Sinovac-ით ვაქცინაცია გრძელდება. ამჯერად, იმუნიზაციის პროცესში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
ვაქცინაცია უწყების ორმოცამდე თანამშრომელს ჩაუტარდა. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ვაქცინაციის პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
საყოველთაო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის საქართველოს მასშტაბით, შემოსავლების სამსახურის 600-მდე პირს სურვილის მიხედვით თანამშრომელთა ოჯახის წევრებს ჩაუტარდა.