20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
დაბადების, დაპატიმრების, დახვრეტის და რეაბილიტირების თარიღები - მემორიალური დაფები სახლებზე, საიდანაც ადამიანები დასახვრეტად მიჰყავდათ

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" იმ სახლების კედლებზე, საიდანაც საბჭოთა კაგებემ ადამიანები დასახვრეტად წაიყვანა, 2017 წლიდან მისამართის ფირფიტებს ამაგრებს.

ლითონის მემორიალურ დაფებზე რამდენიმე თარიღია მითითებული - დაბადების, დაპატიმრების, დახვრეტის და რეაბილიტირების. 1937 წელს საბჭოთა ტერორს ათასობით ადამიანი შეეწირა. წარსული მემკვიდრეობის ცოდნა და გააზრება ერთადერთი გზაა იმისა, რომ ჩვენ საბჭოთა რეჟიმის დღემდე შემორჩენილი მარწუხებიდან გავთავისუფლდეთ.

 

ავტორი: მარიამ ჯანელიძე

დღის ამბები