11 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
"დელტა" გაფრთხილებაა, რომელიც გვეუბნება, რომ ვირუსი ვითარდება, ეს მოქმედებისკენ, მოწოდებაა - მაიკ რაიანი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი გაფრთხილებაა, რამაც მოქმედებისკენ უნდა გვიბიძგოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინები ეფექტური რჩება დაავადების წინააღმდეგ.

"დელტა" გაფრთხილებაა, რომელიც გვეუბნება, რომ ვირუსი ვითარდება, მაგრამ ეს ასევე მოქმედებისკენ, რაღაცის გაკეთებისკენ მოწოდებაა, სანამ ვარიანტების უფრო სახიფათო ფორმები არ გაჩნდა.

ჯანმოს მიერ ამჟამად დამტკიცებული ვაქცინები მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფენ მძიმე დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციისგან. ჩვენ ვებრძვით ერთსა და იმავე ვირუსს, მაგრამ ვირუსს, რომელიც უფრო მორგებული გახდა,"- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.

დღის ამბები