20 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
1487 შემთხვევა თბილისში - დედაქალაქში კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3196 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი - 1487 თბილისში გამოვლინდა.

ქვეყნის მასშტაბით 5651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2905.

ინფიცირების მზარდი მაჩვენებლით მეორე ადგილზეა აჭარა, სადაც ბოლო 24 საათში - 517ადამიანი დაინფიცირდა. შემდეგ მოდის იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 148, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 157, კახეთი - 202, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი - 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 820 პირი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 1 147 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 382 393-მდე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.78 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.35 %.

დღის ამბები