20 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
ავსტრალიელი ქალი გაუჩინარებამდე მეგობრებს ელაპარაკებოდა - საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

საქართველოში დაკარგული ავსტრალიელი ქალის შანაე ბრუკის სამძებრო სამუშაოები მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება. 

დაკარგული ქალის მეგობარი აცხადებს, რომ მასთან უკანასკნელი კომუნიკაცია გუშინ დილის 11 საათზე ჰქონდა და მას არ უხსენებია, რომ რაიმე პრობლემა ჰქონდა. საღამოს კი, დაკარგული ქალის მობილური ტელეფონიდან შევიდა ზარი შეერთებულ შტატებში მის მეგობრებთან, რა დროსაც მათ 2 წინადადება გაიგეს -"ხელი გამიშვი, მომშორდი", შემდეგ კი, ქალთან კავშირი შეწყდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

შანაე ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელია. 

დღის ამბები