09 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
უკრაინის არჩევნების პირველადი შედეგები ორ დღეში გახდება ცნობილი

დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში პირველად საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა პროდასავლური ძალებით დაკომპლექტდა. ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტინების 60 პროცენტზე მეტი, რომელთა მიხედვითაც პრემიერ არსენ იაცენიუკის "სახალხო ფრონტი" ლიდერობს. თუმცა იაცენიუკის პარტიას მმართველი უმრავლესობის შესაქმნელად კონსულტაციების გამართვა მოუწევს. უკვე ცნობილია რომ "სახალხო ფრონტი" პრეზიდენტის ბლოკთან გეგმავს კოალიციის შექმნას.

„დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“, - ასეთი შეაფასება მიიღო უკრაინის არჩევნებმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისგან.

პირველად მონაცემებს ცსკო დაახლოებით 2 დღეში გამოაქვეყნებს, დღეს არსებული შედეგების თანახმად 5 პროცენტიანი ბარიერი 6-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა.

კანონმდებლობის თანახმად, უმაღლესი რადა 450 დეპუტატისგან უნდა დაკომპლექტდეს, თუმცა საარჩევნო პროცესი არ გაიმართა ანექსირებულ ყირიმსა და დონბასის 15 საარჩევნო ოლქში, რომლებსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ. ამის გამო მოსახლეობა საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 423 დეპუტატის არჩევას შეძლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები