25 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავა.

გამოძიებით დგინდება, რომ მოქალაქეს 102 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის სანაცვლოდ, სატყეო უბნის უფროსმა მოქალაქეს ქრთამის სახით 2 000 ლარი გამოართვა. 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს

დღის ამბები