20 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
კვლევა: საქართველოში სრულად ვაქცინირებული 106 084 პირთაგან დაინფიცირდა მხოლოდ 0.19% - მათთან ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა

ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ 106 084 პირთაგან მხოლოდ 207 (0.19%) დაინფიცირდა კორონავირუსით - კვლევის შედეგებს პორტალი covax.ge აქვეყნებს. 

ამასთან, ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ, ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა.

207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

ამასთან, ქვეყანაში COVID-19-ის დაავადებით გარდაცვლილ 5373 პირთაგან მხოლოდ ერთი დოზით აცრილი 12 (0.22%) ადამიანი იყო და არც ერთი სრულად აცრილი.

სრულად აცრილთა შორის ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, საქართველოში ჩატარებული უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკს.

დღის ამბები