23 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
სუსის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, კონკრეტული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის დარღვევას წარმოადგენს.

შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოსავლენად მიმდინარეობს ძიება.

სუს-ში დილიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის" თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს.

"გამოძიების საფუძველია ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება კონკრეტული დოკუმენტების საჯარო სივრცეში გამოქვეყნებას, რომელიც შეიცავს საიდუმლოების ნიშნებს. ეს არის სავარაუდო ვერსია, ვინაიდან გამოძიების დასრულების შემდეგ გვექნება ზუსტი ინფორმაცია,"- აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

დღის ამბები