26 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ქუთაისში ორსულს კოვიდის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა - ქალს  საკეისრო კვეთა ამ დრომდე ვერ უტარდება 

31 წლის ორსულ ქალს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა. შვიდი თვის ორსული ბათუმიდან კლინიკა "ბომონდში" ორი დღის წინ შეიყვანეს. როგორც მისი მეუღლე აცხადებს, ბათუმში ადგილის არარსებობის გამო ქუთაისში გადაიყვანეს, მდგომარეობა დამძიმდა და ნაყოფი დაიღუპა.

"პაციენტი გადმოვიყვანეთ კვირას. ანალიზების მიხედვით დ-დიმერი ჰქონდა ნორმიდან მკვეთრად მომატებული. ნაყოფი დაიღუპა იმიტომ, რომ როცა დ-დიმერი არის მომატებული შეიძლება განვითარდეს თრომბი. ვესაუბრეთ ჩვენს კლინიკას და არის იმის რისკი, რომ გზაზე განვითარდეს თრომბოემბოლია და დაიღუპოს,"- აცხადებს ექიმი მინდია ებრალიძე

ორსულს საკეისრო კვეთა ამ დრომდე ვერ უტარდება და ვერც თბილისში გადაჰყავთ. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი მგზავრობას ვერ გაუძლებს. მათივე ინფორმაციით, შეიკრიბა კონსილიუმი და სავარაუდოდ, ნაყოფის დაბადება ბუნებრივი გზით მოხდება. ოჯახის წევრების განცხადებით, მათი მოთხოვნა იყო თბილისში გადაყვანა, თუმცა რისკების შეფასების შემდეგ გადაიფიქრეს:

"სტაბილურად მიმდინარეობდა ყველაფერი და გუშინ დილასაც ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი იყო და დამძიმებისკენ არ იყო. საღამოს 8 საათზე თვითონ დამირეკა ბავშვის გულისცემა გაჩერდაო, ჩამოვიდნენ ექიმები  მითხრეს სამწუხაროდ ბავშვი დაიღუპაო. მაგის მერე ანალიზები აიღეს, რომ ოპერაცია ჩაეტარებინათ და ნახეს რომ კატასტროფულად არის გაზრდილი დილის და საღამოს ანალიზებს შორის 39 ათასზე იყო ასული. მოთხოვნა გვქონდა თბილისში გადაყვანის, მაგრამ თუ ვერ ჩავიყვანეთ თბილისამდე, ვერ გავრისკავთ,"- განაცხადა პაციენტის მეუღლემ აკაკი ხვედელიძემ.

დღის ამბები