16 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
დაწყებული შეზღუდვები 80%-მდე გააუმჯობესებს ეპიდვითარებას - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-ით გააუმჯობესებს. შედეგს ეკატერინე ტიკარაძე 2 კვირის ვადაში ელოდება. მინისტრმა ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატრანსპორტო შეზღუდვის მიუხედავად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვაქცინაციისთვის მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდნენ:

"დაწყებული შეზღუდვები 80%-მდე გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს. თუმცა, იმისთვის, რომ ჩვენ ეს ფაქტობრივად დავინახოთ, საჭიროებს გარკვეულ პერიოდს. ეს პერიოდი როგორც უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, 2 კვირის ვადაში განიხილება ხოლმე. აქედან გამომდინარე იქნა საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული სამკვირიან შეზღუდვაზე. ვაქცინაციის პროცესი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომელსაც შეფერხება არ უნდა მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, თითოეულ მუნიციპალიტეტში, აქტიურად დამუშავდა ის სატრანსპორტო მიმოსვლა, რითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რომ გადაადგილდნენ," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები