26 აპრილი 2024,   12:04
ვრცლად
თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 5 რუსი ჯარისკაცი და თურქეთის 3 მოქალაქე

თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავის Бе-200-ის ჩამოვარდნის შედეგად 5 რუსი ჯარისკაცი და თურქეთის 3 მოქალაქე დაიღუპა, რომლებიც ეკიპაჟს ხანძრის კერებზე უთითებდნენ. თვითმფრინავი ხანძრის ქრობის შემდეგ ქალაქ ადანაში დაშვების დროს ჩამოვარდა.

პროვინცია კაჰრამანმარაშის გუბერნატორის ფარუქ ჯოშკუნის ინფორმაციით, თვითმფრინავი ალმალის რაიონში მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა.

Бе-200 იჯარით იყო მიღებული რუსეთიდან და თურქეთის სატყეო მეურნეობის  ბალანსზე იმყოფებოდა. თვითმფრინავი თურქეთში ივლისში გააგზავნეს, მანამდე ის რუსეთის საზღვაო ავიაციის შემადგენლობაში იყო. ავიაკატასტროფის მიზეზის გასარკვევად თურქეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია გაემგზავრა.

დღის ამბები