20 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
დიღმის შემდეგ საველე ჰოსპიტალი სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში მოეწყო

დიღმის შემდეგ საველე ჰოსპიტალი სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში მოეწყო. თავდაცვის ძალები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ერთვებიან. სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით, ორ ადგილას უკვე განლაგდა საველე ჰოსპიტლები. თავდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის უწყებას ასეულობით საწოლი გადასცა და მზადყოფნა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში, "დელტას" ბაზაზე ყოველთვიურად დამატებით ათასამდე საწოლი დაამზადოს.

"შეიქმნა ორ ლოკაციაზე - დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები, რამაც მოგვცა საშუალება დამატებითი საწოლფონდი შეგვექმნა და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ლოკაციები გამოყენებული იქნება კოვიდინფიცირებული პაციენტებისათვის. ისინი უშუალოდ სამხედრო ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან,"- აცხადებს სამხედრო ექიმი ნანა კინწურაშვილი. 

ამ ეტაპზე, დიღმის საველე ჰოსპიტალში 120 საწოლია მობილიზებული, თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში საწოლების რაოდენობა გაიზრდება. თავდაცვის უწყება გამოთქვამს მზადყოფნას, ყოველთვიურად, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო სამედიცინო ცენტრის, "დელტას" ბაზაზე მოხდეს გარკვეული რაოდენობის საწოლფონდის შეკვეთა, რომელიც შემდგომ გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს. 

დღის ამბები