26 აპრილი 2024,   05:18
ვრცლად
წინანდლის ტყეში დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია - ერთ-ერთი პირი კლინიკიდან ბინაზე გაეწერება

წინანდლის ტყეში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი პაციენტები თელავში, ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში გადიან მკურნალობას.

ინციდენტისას დაჭრილი პირების მკურნალი ექიმის თქმით, კლინიკაში ერთ-ერთი პაციენტი გააგრძელებს მკურნალობას, ხოლო მეორე - ბინაზე გაეწერება

"გუშინ 2 პაციენტი შემოვიდა - ერთს აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა ბარძაყის არეში, მეორეს - გამჭოლი ჭრილობა წვივის არეში. ორივეს მდგომარეობა სტაბილურია. ერთი პაციენტი აგრძელებს ჩვენთან მკურნალობას, ერთი კი გაეწერება ბინაზე ამბულატორიულად,"- აცხადებს თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის ქირურგი ნოდარ გოგიჩაიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები