02 სექტემბერი 2026,   16:33
ვრცლად
NCDC გარდაცვლილი თანამშრომლის შესახებ ინფორმაციას ავრცლებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარდაიცვალა NCDC-ის თანამშრომელი მირიან მურჯიკნელი. დაავადებათა ეროვნული ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უდიდესი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცენტრის ღვაწლმოსილი თანამშრომელი მირიან მურჯიკნელი.

განუზომლად დიდია ბატონი მირიანის როლი ქვეყნის ფინანსური და ჯანდაცვის სისტემების ტრანსფორმაციაში - ჯანდაცვის დაფინანსების ახალი მოდელების შექმნასა და ანგარიშგების თანამედროვე სისტემების დანერგვაში. იგი დაუღალავად გადასცემდა თავის ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებსა და თანამშრომლებს, იყო საუკეთესო მენტორი, მეგობარი, სიახლეებისა და ცვლილებების მხარდამჭერი.

მირიან მურჯიკნელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ცენტრისთვის და მთლიანად ჯანდაცვის სფეროსთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებმაც მისი ხელმძღვანელობით და მხარდაჭერით შეძლეს ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი წარმატებული პროექტის განხორციელება," - აღნიშნულია NCDC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები