ქუთაისში თეთრ ხიდზე მინის ფილა კვლავ დაზიანდა. სამი წლის წინ რეაბილიტირებულ ხიდზე, მინის ფილა სრულად დაბზარულია და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ხიდზე ამ დრომდე არ დგას გამაფრთხილებელი ნიშანი.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, მინა გამოიცვლება და შესაბამისი ნიშნულებიც განთავსდება.
თეთრ ხიდზე შუშის დაზიანების მესამე შემთხვევაა. ხიდის რეაბილიტაცია 2018 წელს მოხდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 400 000 ლარი დაიხარჯა.