26 აპრილი 2024,   10:51
ვრცლად
აშშ-ის ზოგიერთ შტატში საჯარო სკოლების თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ შტატში საჯარო სკოლების თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სრული ავტორიზაცია მიენიჭა Pfizer-ის ვაქცინას. აქამდე ვაქცინას საგანგებო ვითარებაში გამოყენების ნებართვა ჰქონდა.

სიახლეს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა მოსახლეობას, რომელიც ვაქცინის სრულ ავტორიზაციას ელოდა, აცრისკენ მოუწოდა.

აცრისკენ მოუწოდებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერი კოვიდ გატანილებსაც. მისი თქმით ჯანმო იძლევა რეკომენდაციას, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები მაშინვე აიცრან, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

დღის ამბები