20 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
ოჩამჩირეში V-VI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

ოჩამჩირეში, ანტიკურ ნაქალაქევ გიენოსში, უკვე სამი წელია არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. 

გუშინ ამ ადგილას ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომელიც V-VI საუკუნით თარიღდება. სპეციალისტების განცხადებით, სარკოფაგი, სავარაუდოდ, მაღალი რანგის სასულიერო პირს ან დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელს მიეკუთვნება. იმ პერიოდში მსგავსი სარკოფაგები მხოლოდ ამ კატეგორიის პირებისთვის კეთდებოდა. 

სარკოფაგში აღმოჩნდა სხვადასხვა ნივთი და სავარაუდოდ, მამრობითი სქესის ადამიანის ცხედარი. 

არქეოლოგიური გათხრები სალოცავის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.  

მანამდე იმავე ადგილას აღმოჩენილ იქნა ქვის სარკოფაგი და მცირე ზომის ოქროს სამკაული.

დღის ამბები